უკრაინელებმა კიდევ ერთი სუ-34, სუ-25 და „ორლან-10“ გაანადგურეს

დღეს, 21 აპრილს, უკრაინელმა სამხედროებმა რუსების სუ-34, სუ-25 და „ორალან-10“ გაანადგურეს.

სუ-34 უკრაინელმა მებრძოლებმა ხარკოვის რეგიონში ჩამოაგდეს. ამის შესახებ ხარკოვის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ოლეგ სინეგუბოვმა განაცხადა.

„დღეს ჩვენმა დამცველებმა გაანადგურეს კიდევ ერთი მტრის თვითმფრინავი სუ-34. რუსული საბრძოლო ტექნიკა ჩამოგდებულია იზიუმის რეგიონში, სადაც ოკუპანტებთან ბრძოლა მიმდინარეობს“, – განაცხადა სინეგუბოვმა.

თვითმფრინავი რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე ჩამოვარდა. ამ დროისთვის უცნობია გადარჩნენ თუ არა პილოტები.

რაც შეეხება სუ-25-სა და „ორლან-10“-ს, ისინი საჰაერო-სადესანტო თავდასხმის ძალების საჰაერო თავდაცვის ნაწილებმა ჩამოაგდეს.

„21 აპრილს, უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო სადესანტო ძალების სამხედრო ნაწილების საჰაერო თავდაცვის ნაწილებმა ჩამოაგდეს მტრის საჰაერო თავდასხმის თვითმფრინავი სუ-25 და მრავალფუნქციური უპილოტო საჰაერო სისტემა „ორლან-10“, – ვკითხულობთ საჰაერო ძალების პრესცენტრის განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშირუსეთის მიმართ სანქციები იქამდე არ შეწყდება, სანამ მათი ჯარი უკრაინას არ დატოვებს – ბერბოკი
შემდეგი სტატიაბაიდენმა რუსული გემებისთვის აშშ-ის პორტები დახურა