რუსეთის მიერ კონტროლირებადი ქალაქი პოლოჰი უკრაინული ძალების მხრიდან “ცეცხლის ქვეშაა”

რუსეთი ამტკიცებს, რომ ზაპოროჟიეს რეგიონში, მის მიერ კონტროლირებადი ქალაქი პოლოჰი უკრაინული ძალების მხრიდან “ცეცხლის ქვეშაა”.

“პოლოჰი უკრაინის შეიარაღებული ძალების ცეცხლის ქვეშაა. წინასწარი ინფორმაციით, არიან დაშავებულები, ასევე დაზიანდა და განადგურდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა”, – დაწერა რუსეთის მიერ დანიშნულმა ზაპოროჟიეს რეგიონის სამხედრო-სამოქალაქო ადმინისტრაციის მთავარი საბჭოს წევრმა, ვლადიმერ როგოჩმა.

მისი თქმით, ე.წ. ხელისუფლება უკვე ახორციელებს მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციას ფრონტის ხაზიდან.

banner
წინა სტატიაშიფაშიზმზე გამარჯვების 78-ე წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ერთჯერადად 1000 ლარს, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები – 500 ლარს მიიღებენ
შემდეგი სტატიასამეგრელოში არასრულწლოვანზე მამამ სექსუალურად იძალადა