რუსეთის მიერ გაშვებული 28 “შაჰიდიდან” 26 ჩამოვაგდეთ – უკრაინის საჰაერო ძალები

უკრაინის საჰაერო ძალებში აცხადებენ, რომ გასულ ღამეს რუსების მიერ გაშვებული 28 “შაჰიდიდან” 26 ჩამოაგდეს.

უწყების თქმით, ოკუპანტებმა დრონები ხარკოვის, დნეპროპეტროვსკისა და ზაპორიჟიეს რაიონებში გაუშვეს.

“28 მარტის ღამეს საჰაერო თავდაცვის ძალებმა ოდესის, ხარკოვის, დნეპროპეტროვსკისა და ზაპორიჟიეს რაიონებში 28 “შაჰიდიდან” 26 გაანადგურეს” – წერს უკრაინის საჰაერო ძალები

იერიშების მოგერიებაში უკრაინის საჰაერო ძალების საზენიტო-სარაკეტო ქვედანაყოფები, უკრაინის თავდაცვის ძალების მობილური საცეცხლე ჯგუფები მონაწილეობდნენ.

banner
წინა სტატიაშიე.წ. ქოლ-ცენტრების საქმეზე 2 პირი დააკავეს
შემდეგი სტატიაპუტინი – ცნობები იმის შესახებ, რომ უკრაინის შემდეგ რუსეთი აპირებს, თავს დაესხას ევროპას, არის სისულელე