რუსეთის ავიაციას სირიაში მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვაში ადანაშაულებენ

(+18video) პუტინის სამხედრო აგრესია სირიაში

რუსეთის ავიაციას სირიაში მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვაში ადანაშაულებენ. სამაშველო ჯგუფების ცნობით, საცხოვრებელ კორპუსებსა და ბაზრის ტერიტორიაზე განხორციელებული იერიშების შედეგად 43 ადამიანი დაიღუპა, 150–ზე მეტი კი დაშავდა.

არ გამორიცხავენ მსხვერპლის რაოდენობის გაზრდასაც, რადგან ხალხი ამ დრომდე ნანგრევებშია მოყოლილი.

ადგილობრივების ცნობით, ავიაციამ იდლიბის ცენტრზე იერიში 6-ჯერ მიიტანა. სირიის ჩრდილო–დასავლეთით მდებარე იდლიბის რეგიონს თითქმის ერთი წელია ამბოხებულები აკონტროლებენ.

banner
წინა სტატიაში“ბიძინა ივანიშვილის და მისი მარიონეტების ხელისუფლებაში ყოფნის ყოველი დღე არის ზიანის მომტანი”
შემდეგი სტატია“NDI-მ და ბევრმა საერთაშორისო ორგანიზაციებმაც წლების განმავლობაში ცოტათი თავი შეირცხვინეს”