“NDI-მ და ბევრმა საერთაშორისო ორგანიზაციებმაც წლების განმავლობაში ცოტათი თავი შეირცხვინეს”

გია ვოლსკი facebook-ის საკუთარ გვერდზე დღევანდელ პროცესებს აფასებს

ამერიკის ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის ახალი კვლევის შედეგებს უკვე მოყვა გამოხმაურებები პოლიტიკოსებისა და ექსპერტების მხრიდან.

მმართველ გუნდში NDI-ს კვლევების მიერ ჩატარებული კვლევების არა სანდოობაზე საუბრობს. ისინი მონაცემებს კრიტიკულად აფასებენ.

“ასეთი ღრმა შეფასებები არ მიმაჩნია საჭიროდ, უფრო ახლო პერიოდში გვექნება ზუსტი სურათი. მართალი გითხრათ, NDI-მ და ბევრმა საერთაშორისო ორგანიზაციებმაც წლების განმავლობაში ცოტათი თავი შეირცხვინეს კვლევების სიზუსტესთან დაკავშირებით,” – აცხადებს გია ვოლსკი.

უმრავლესობა იმედს მთლიანად არჩევნებამდე დარჩენილ დროზე ამყარებს.

“ჩვენს ხელისუფლებას აქვს კრიტიკული დამოკიდებულება გამოკითხვის მიმართ, რადგან რომელი კვლევითი ორგანიზაციაც ატარებს ამ სამუშაოებს, არ იმსახურებს ნდობას. ვინც იცნობს საარჩევნო ტექნოლოგიებს და ვინც იცის საარჩევნო კაპმანია როგორ წარმართოს, გარწმუნეთ, რომ არა თუ 10-11 თვე, 6 თვეც საკმარისი დროა საქართველოსნაირ ქვეყანაში, რომ ჭკვიანური საარჩევნო კამპანიის ქვეყანაში, რომ ჭკვიანური საარჩევნო კამპანიის წარმოების შემთხევაში, სერიოზულ რეზულტატზე გახვიდე,” – განმარტა ზაქარია ქუცნაშვილმა.

banner
წინა სტატიაშირუსეთის ავიაციას სირიაში მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვაში ადანაშაულებენ
შემდეგი სტატიაბოლო 11 წლის განმავლობაში ნავთობის ფასი დღეს ყველაზე მეტად გაუფასურდა