რუსეთი შეცდომებზე სწავლობს, დასავლური იარაღი სწრაფად ვერ შეცვლის სიტუაციას – აშშ-ის დაზვერვა

შეერთებული შტატების დაზვერვა მიიჩნევს, რომ უკრაინისთვის მიწოდებული იარაღი დაუყოვნებლივ ვერ შეცვლის ვითარებას ბრძოლის ველზე.

მედია წყაროები ამბობენ, რომ რუსეთი შეცდომებზე სწავლობს და უკრაინული ძალებისთვის მიწოდებული იარაღის ახალი სისტემები, მათ შორის HIMARS მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა, დაუყოვნებლივ ვერ იმოქმედებს სიტუაციის შეცვლაზე ბრძოლის ველზე.

აშშ-ის დაზვერვა პროგნოზირებს ცოცხალი ძალისა და აღჭურვილობის დიდ დანაკარგს ორივე მხრიდან.

„აშშ-ის ოფიციალური პირები მიიჩნევენ, რომ რუსული ძალები გეგმავენ გააგრძელონ მძიმე თავდასხმები აღმოსავლეთში, რომელიც ხასიათდება მძიმე არტილერიითა და სარაკეტო დარტყმებით, რათა დროთა განმავლობაში გამოფიტონ უკრაინელი სამხედროები და ნატოს გადაწყვეტილება“, – ნათქვამია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიპრემიერ-მინისტრმა და მთავრობამ პასუხისმგებლობა უნდა აიღონ ამ დიდ ჩაფლავებაზე, რაც მათ გააკეთეს – ვაშაძე
შემდეგი სტატიაგერმანიის ენერგეტიკის მარეგულირებელი უწყება – რუსეთმა გერმანიას, შესაძლოა, გაზის მიწოდება შეუწყვიტოს