გერმანიის ენერგეტიკის მარეგულირებელი უწყება – რუსეთმა გერმანიას, შესაძლოა, გაზის მიწოდება შეუწყვიტოს

რუსეთმა, შესაძლოა, გერმანიისთვის გაზის მიწოდება მთლიანად შეწყვიტოს, რაც გამოიწვევს დეფიციტს და ფასების მნიშვნელოვან ზრდას, – ამის შესახებ გერმანიის ენერგეტიკის მარეგულირებელი უწყების – „ფედერალური ქსელის სააგენტოს“ – ხელმძღვანელმა, კლაუს მიულერმა განაცხადა.

„თუ რუსული გაზის მიწოდება შეწყდება, ეს სავარაუდოდ გამოიწვევს ძალიან ცოტა გაზს ზამთრის ბოლოს ან უკვე შემოდგომასა და ზამთრის პერიოდში”, – განუცხადა კლაუს მიულერმა გერმანიის საზოგადოებრივ მაუწყებელს ARD-ს.

მიულერმა მოუწოდა მომხმარებლებს მაქსიმალურად შეამცირონ გაზის მოხმარება საკუთარ სახლებში და გააფრთხილა, რომ გადადონ ფული იმის გათვალისწინებით, რომ გათბობის გადასახადები შეიძლება გაორმაგდეს ან გასამმაგდეს კიდეც.

ივლისის შუა რიცხვებში, სარემონტო სამუშაოების გამო, „ჩრდილოეთი ნაკადი 1“-ის მილსადენის რამდენიმედღიანი დახურვა იგეგმება. გაჩნდა შიში, რომ რუსეთმა, შესაძლოა მილსადენით გაზის მიწოდება აღარ განაახლოს.

banner
წინა სტატიაშირუსეთი შეცდომებზე სწავლობს, დასავლური იარაღი სწრაფად ვერ შეცვლის სიტუაციას – აშშ-ის დაზვერვა
შემდეგი სტატიაირაკლი ჩიქოვანი: საქართველო ყოველთვის მოწინავე იყო რეფორმების გატარებაში და კვლავ მოწინავედ რჩება საქართველოს მოქალაქეებისათვის ევროპული ცხოვრების ხარისხის უზრუნველყოფაში