,,იძულებული ვარ მოვახდინო კონსტატაცია იმ ფაქტისა, რომ რუსეთი არასდროს არ სცემდა პატივს ჩვენი ქვეყნის ნეიტრალიტეტს, რადგან დღემდე უარს ამბობს გაიყვანოს თავისი ჯარები დნესტრისპირეთიდან, მიუხედავად 199 წელს სტამბულის სამიტზე ამ საკითხთან დაკავშირებით მიღებული შეთანხმებისა,, განაცხადა მოლდოვის პრეზიდენტმა ნიკოლაი ტიმოფტიმ, თურქმენეთის დედაქალაქ აშხაბადში გამართულ საერთაშორისო ფორუმზე.
ტიმოფტისვე განცხადებით, რუსეთი მისი ქვეყნის სუვერენიტეტსაც არ სცემს პატივს, ამიტომაც მოლდოვა ითხოვს, რომ დნესტრისპირეთში რუსი სამშვიდობოები ეუთო-ს მიერ იქნას ჩანაცვლებული… ,,ხოლო ის ტრაგიკული მოვლენები, რაც აღმოსავლეთ უკრაინაში მოხდა, გვაფიქრებინებს, რომ რეგიონალური უსაფრთხოების ერთიანი სტრატეგიისთვის უნდა ვიფიქროთ,, აცხადებს მოლდოვის პრეზიდენტი.
www.timer.ge