“გაემიჯნეთ ნარკორეალიზატორების მფარველებს!!!” – ირაკლი ღლონტი დიმიტრი ხუნდაძეს მიმართავს

"გაემიჯნეთ ნარკორეალიზატორების მფარველებს!!!" - ირაკლი ღლონტი დიმიტრი ხუნდაძეს მიმართავს“რეფორმატორების” თავმჯდომარე საქართველოს პარლამენტის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს, პარტიის მიერ წარდგენილი საკანონმდებლო წინადადების დაუყოვნებლივ განხილვას სთხოვს და პარლამენტს რეაგირებისკენ მოუწოდებს. “ამ წუთებში გადაჭარბებული დოზირებით ერთ–ერთ საავადმყოფოში ახალგაზრდა მიიყვანეს, რომელმაც რეცეპტის გარეშე შეიძინა სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფსიქოტროპული მედიკამენტი და აპარატზე ჰყავთ შეერთებული სიცოცხლის გადასარჩენად. მოგიწოდებთ, რომ დაუყონებლივ განახორციელოთ პარტია ,,რეფორმატორების” მიერ პარლამენტში წარდგენილი საკანონმდებლო წინადადების პროექტის განხილვა და ,,წამლისა და ფრამაცევტული საქმიანობის შესახებ” კანონში პროექტით გათვალისწინებული ცვლილებების განხორციელება. გაემიჯნეთ ნარკორეალიზატორების მფარველებს და დაიწყეთ მყისიერი ზრუნვა მოსახლეობის ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე!” – აცხადებს ირაკლი ღლონტი

banner
წინა სტატიაში,,რუსეთი პატივს არ სცემს ჩვენს ნეიტრალიტეტს,, აცხადებს მოლდოვის პრეზიდენტი
შემდეგი სტატიამამაჩემს შესთავაზეს 20 000 დოლარი