სეპარატისტები უკრაინის ნაციონალურ პოლიციაში არ იმუშავებენ

საპატრულო პოლიცია პირველად კიევში დღეიდან ამოქმედდა

საპატრულო პოლიცია პირველად კიევში დღეიდან ამოქმედდაკიევში რეკრუტირების ცენტრის გახსნის დროს, უკრაინის ნაციონალური პოლიციის უფროსმა განაცხადა, რომ პოლიციაში მუშაობის მსურველები მკაცრ და დაწვრილებით შემოწმებას გაივლიან.
ხატია დეკანოიძემ კომენტარი გააკეთა იმასთან დაკავშირებით, რომ გავრცელდა ხმები, თითქოს პოლიციაში სამუშაოდ აიყვანეს აშკარა სეპარატისტული და უკრაინოფობიური შეხედულებების ადამიანები: „ჩვენ საგულდაგულოდ შევამოწმებთ თითოეულ ადამიანს, ვისაც ნაციონალურ პოლიციაში მუშაობის სურვილი ექნება“
უკრაინის ნაციონალური პოლიციის უფროსმა, ხატია დეკანოიძემ უკრაინის ყველა მოქალაქეს მოუწოდა, შეატყობინონ პოლიციას მათთვის ცნობილი ყველა ამდაგვარი ფაქტის შესახებ. „თუ არის ინოფრმაცია, თუ თქვენ გინდათ გახდეთ პროცესის – უკრაინის ნაციონალური პოლიციის რევოლუციის მონაწილე – მოგიწოდებთ, დაგვეხმაროთ“ – განაცხადა მან.

banner
წინა სტატიაშითურქეთში გაზეთ ,,ჰურიეთის,, ოფისი დაცხრილეს…
შემდეგი სტატია,,რუსეთი პატივს არ სცემს ჩვენს ნეიტრალიტეტს,, აცხადებს მოლდოვის პრეზიდენტი