რუსეთი და ზიმბაბვე დასავლეთის სანქციებს ერთად შეებრძოლებიან

რუსეთი და ზიმბაბვე დასავლეთის სანქციებს ერთად შეებრძოლებიან

რუსეთი და ზიმბაბვე დასავლეთის ქვეყნების სანქციებს ერთად შეებრძოლებიან – შესაბამისი შეთანხმება ხარარში გამართულ სამთავრობოშორისო კომისიაზე იქნა მიღებული, ორი ქვეყნის წარმომადგენლებს შორის.
„სანქციების წინააღმდეგ სოლიდარობის გარდა, ჩვენ ძალები უნდა გავაერთიანოთ ეკონომიკაში არსებული ზარალის დასაძლევად, რომლის მიყენებაც უნდოდათ ამ ამორალური და დაუსაბუთებელი ზომების ავტორებს“- განაცხდა ზიმბაბვეს საგარეო საქმეთა მინისტრმა სიმბარასე მუმბენგეგვმა.
ზიმბაბვე 2008 წლიდან იმყოფება სანქციების ქვეშ. მაშინ ეს ზომები არჩევნების გაყალბებისა და ფერმერებისათვის მიწების ჩამორთმევის გამო მიიღო დასავლეთმა
რუსეთი 2014 წლიდან, აღმოსავლეთ უკრაინაში განხორციელებული აგრესიის შემდეგ არის სანქციების ქვეშ.

banner
წინა სტატიაშიუფლებადამცვეელბმა სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ დახოცილი ადამიანების სტატისტიკა გამოაქვეყნეს
შემდეგი სტატიაიტალიელმა მეზღვაურებმა ხმელთაშუაზღვაში არალეგალი მიგრანტები გადაარჩინეს