იტალიელმა მეზღვაურებმა ხმელთაშუაზღვაში არალეგალი მიგრანტები გადაარჩინეს

იტალიელმა მეზღვაურებმა ხმელთაშუაზღვაში არალეგალი მიგრანტები გადაარჩინეს. სატვირთო გემის ეკიპაჟმა ღია ზღვაში შემთხვევით რეზინის ნავი შენიშნა, რომელიც ძლიერი ღელვის გამო ამობრუნდა. ადგილზე მისულმა მეზღვაურებმა მომხდარის შესახებ სანაპირო დაცვის სამსახურს შეატყობინეს, თუმცა მაშველების მისვლამდე წყლიდან 26 ადამიანი ამოიყვანეს. გადარჩენილები ლიბიის მოქალაქეები აღმოჩნდნენ, რომლებიც არალეგალური გზით ევროპაში მოხვედრას ცდილობდნენ. ისინი მაშველებმა იტალიის კუნძულ ლამპედუზაზე გადაიყვანეს, სადაც დევნილთა ბანაკი მდებარეობს. მიგრანტებს სამედიცინო გამოკვლევა უკვე ჩაუტარდათ. ექიმების განცხადებით, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

banner
წინა სტატიაშირუსეთი და ზიმბაბვე დასავლეთის სანქციებს ერთად შეებრძოლებიან
შემდეგი სტატიამინდა, ჩვენს ყველა თანამემამულეს, ყველა მართლმადიდებელს მივულოცო ქრისტიანობის ყველაზე დიდი დღესასწაული