რუსეთი ატომური განიარაღების საკითხში არასაკმარის ინტერესს იჩენს

სენატის არჩევნებში მონაწილემ ობამას

სენატის არჩევნებში მონაწილემ ობამას "ცხოველი" უწოდარუსეთი ატომური განიარაღების საკითხში არასაკმარის ინტერესს იჩენს – ამის შესახებ აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ განაცხადა იაპონურ ტელეარხ NHK-თან საუბარში, იაპონიაში “დიდი შვიდეულის” სამიტის დაწყებამდე.
მისი თქმით, თავისი საპრეზიდენტო კარიერის დასაწყისში მან რუსეთთან ე.წ. СНВ-3-ის წარმოების შემცირებაზე ხელშკრულება გააფორმა, რომელმაც ორივე ქვეყანას საშუალება მისცა, ატომური მარაგი შეემცრებინათ, მაგრამ დღემდე რუსეთს არ გამოუჩენია იმაზე მეტი ინტერესი ამ სფეროში რაიმე გაეკეთებინა” – აღნიშნავს ობამა.

მან იაპონურ ტელევიზიასთან საუბარში ასევე მის ქალაქ ხიროსიმაში ვიზიტზე ისაუბრა, რომელიც იაპონიაში დაგეგმილი შეხვედრების ფარგლებში განხორციელდება. “ჩვენ ისეთ მსოფლიოზე უნდა ვიზრუნოთ, რომელსაც არ ექნება ატომური შეიარაღება. ეს არის ის, რისკენაც მივისწრაფი მას შემდეგ, რაც პრეზიდენტი გავხდი” – აღნიშნა მან.

banner
წინა სტატიაში“სამეფო კარის თამაშების” შემქმნელები ჯონ სნოუზე ცალკე სერიალის გადაღებას აპირებენ
შემდეგი სტატიამთავმსვლელები ევერესტიდან დაბრუნებისას დაიღუპნენ