მთავმსვლელები ევერესტიდან დაბრუნებისას დაიღუპნენ

მთავმსვლელები ევერესტიდან დაბრუნებისას დაიღუპნენ

mtasvlelebiორი მთამსვლელი, ნიდერლანდებიდან და ავსტრალიიდან, რომლებიც ევერესტის უმაღლესი წერტილზე ავიდნენ, უკან გზაზე, მთიდან ჩამოსვლისას დაუღუპნენ – Associated Press-ი წერს.
35 წლის ერიკ არნოლდს საკმარისი ჟანგბადი მიჰქონდა, მაგრამ სისუსტეს უჩიოდა. ის 20 მაისს გარდაიცვალა – განაცხადეს ნეპალის ტურისტულ სააგენტოში Summit Treks, რომლებმაც დაგეგმეს აღნიშნული მარშრუტი.
არნოლდის გარდაცვალებიდან რამდენიმე საათში გარდაიცვალა ასევე ავსტრალიელი მარია სტრიდი, რომელსაც ასევე სიმაღლის ავადმყოფობის ნიშნები ქონდა.

ორივე მთამსვლელი ერთი გუნდის წევრი იყო. სტრიდი მელბურნის უნივერსიტეტში ფინანსებს ასწავლიდა. არნოლდი როტერდამში ცხოვრობდა. ევერესტი მან მეხუთე ცდაზე დაიპყრო. წლის დასაწყისში ტელე-ინტერვიუში, რომელიც მან ადგილობრივ მედიას მისცა, განაცხადა, რომ ეს მისი ბავშვობის ოცნება იყო.

არნოლდი და სტრიდი მიმდინარე წელს პირველი მთამსვლელები არიან, რომლებიც ევერესტზე ავიდნენ.
ჯერჯერობით უცნობია როდის ჩამოასვენებენ მათ ცხედრებს მწვერვალიდან.

banner
წინა სტატიაშირუსეთი ატომური განიარაღების საკითხში არასაკმარის ინტერესს იჩენს
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილი: აბსურდია, ჩვენი მხრიდან სპორტსმენების, არანაირი დაფინანსება არ ხდება