რუსეთი არ ირჩევს ვის და როდის დაემუქროს, აგრესია უკრაინის წინააღმდეგ, ევროპის წინააღმდეგ აგრესიაა – ზელენსკი ლიდერებს

იტალიის, საფრანგეთის, გერმანიისა და რუმინეთის პირველ პირებთან დასრულებული შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ისაუბრა უკრაინის თავდაცვის გაძლიერებაზე, რუსეთისთვის სანქციების გაფართოებაზე და უკრაინის ევროინტეგრაციაზე.

ზელენსკიმ საუბრისას ევროპელ ლიდერებს რამდენიმე საათით ადრე მომხდარი შეახსენა, როდესაც კიევის რკინიგზის სადგურთან , მათი იქ ჩასვლის პარალელურად, საჰაერო განგაში ჩაირთო.

“ეს ადასტურებს, რომ რუსეთი არ ირჩევს ვის და როდის დაემუქროს, არ ირჩევს ვის მისცეს უსაფრთხოება ევროპაში. რუსული აგრესია უკრაინის წინააღმდეგ არის აგრესია ერთიანი ევროპის წინააღმდეგ, თითოეული ჩვენგანის წინააღმდეგ, ჩვენი ერთიანობის წინააღმდეგ.” თქვა ზელენსკიმ.

მისი თქმით, უკრაინელები რუსეთის თავდასხმების წინააღმდეგ ბრძოლაში წინა პლანზე არიან, თუმცა მისივე თქმით, დღევანდელი შეხვედრის ფორმატი ადასტურებს, რომ სახელმწიფოების ლიდერებს „სრულიად ესმით ერთმანეთის”. ზელენსკის ინფორმაციით, ისაუბრეს რუსეთის მიერ პროვოცირებული სასურსათო კრიზისის დაძლევის გზებზეც და სანქციებზეც

“მათ ისაუბრეს ევროკავშირის ახალი სანქციებზე, რომლებიც საჭიროა მშვიდობის აღსადგენად. სანქციების მეშვიდე პაკეტი უნდა იყოს შეთანხმებული.

ჩვენ ასევე განვიხილავთ მუშაობას, რათა ანაზღაურდეს რუსეთის მხრიდან უკრაინის, უკრაინის მოქალაქეების, უკრაინული კომპანიების მიერ მიყენებული ზარალი. ჩვენი სახელმწიფო ამაზე ძალიან ბევრს მუშაობს. ჩვენ ასევე მივაქციეთ ყურადღება, როგორ შეჩერდეს გლობალური სასურსათო კრიზისი. უკრაინა ყველაფერს აკეთებს. განვბლოკოთ ჩვენი საზღვაო პორტები, მაგრამ ეს ბლოკადა უნდა მოხსნას მან, ვინც ის წამოიწყო, კერძოდ, რუსეთის ფლოტმა“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

banner
წინა სტატიაშიჩვენ აქ ვართ მოსული მოუმზადებლად, არაორგანიზებულად… ეს იყო ჩემი მიზანი – ზურაბიშვილი თავის აქციაზე
შემდეგი სტატიაევროკავშირის სტატუსზე ბრმა ოპტიმიზმი არ მაქვს, თუმცა მიმაჩნია, რომ საქართველოს აქვს უფლება, იყოს იქ, სადაც მოსახლეობას უნდა, ამისთვის ყველაფერი უნდა გავაკეთოთ – ზურაბიშვილი