ჩვენ აქ ვართ მოსული მოუმზადებლად, არაორგანიზებულად… ეს იყო ჩემი მიზანი – ზურაბიშვილი თავის აქციაზე

“ჩვენ აქ ვართ მოსული მოუმზადებლად, არაორგანიზებულად. ეს იყო ჩემი მიზანი და ჩემი არჩევანი, რომ აქ არ ყოფილიყო ის რასაც მიჩვეული ხართ, ანუ რაღაცა პარტიული შეხვედრები. აქ მოქალაქეები არიან ვისაც სურვილი ჰქონდა, რომ დღეს გამოხატოს, რომ ჩვენ გვჯერა, რომ საქართველოს ბედი, საქართველოს პერსპექტივა, ერთადერთი არის ევროპაში. ამისი ჩვენება გვინდოდა ჩვენ ერთმანეთისთვის” – ამბობს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელიც თავის მიერ დაანონსებულ აქციაზე, ევროპის მოედანზე ცოტა ხნის წინ მივიდა.

მისი თქმით, “დღეს აქ [აქციაზე] პრეზიდენტი არ არის”.

banner
წინა სტატიაშიგერმანია უკრაინის მხარდაჭერას გააგრძელებს იქამდე, ვიდრე მას სჭირდება – შოლცი
შემდეგი სტატიარუსეთი არ ირჩევს ვის და როდის დაემუქროს, აგრესია უკრაინის წინააღმდეგ, ევროპის წინააღმდეგ აგრესიაა – ზელენსკი ლიდერებს