რუსეთი აცხადებს, რომ შესაძლოა “იძულებული გახდეს” ევროპაში საშუალო რადიუსის ბირთვული რაკეტები განათავსოს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, სერგეი რიაბკოვის განცხადებით, რუსეთი, ნატო-ს გეგმების საპასუხოდ, შესაძლოა იძულებული გახდეს ევროპაში საშუალო რადიუსი ბირთვული რაკეტები განათავსოს.

რიაბკოვის მტკიცებით, რუსეთს მოუწევს იმოქმედოს, თუ დასავლეთი ევროპაში საშუალო რადიუსის მოქმედების ბირთვული ძალების განთავსებაზე მორატორიუმის გამოცხადებაზე უარს იტყვის.

„პოლიტიკური და დიპლომატიური გადაწყვეტის კუთხით პროგრესის არარსებობა რუსეთს სამხედრო გზით, სამხედრო ტექნოლოგიით რეაგირებისკენ უბიძგებს,“- აღნიშნა რიაბკოვმა.

მისი თქმით, არსებობს „ირიბი მინიშნებები“, რომ ნატო საშუალო რადიუსის რაკეტების ხელახლა განლაგებას გეგმავს.

ნატო-ში ირწმუნებიან, რომ ევროპაში ახალი ამერიკული რაკეტები არ განთავსდება. თუმცა რიაბკოვი აცხადებს, რომ რუსეთი ალიანსს არ ენდობა.

„ისინი არ აძლევენ საკუთარ თავს უფლებას გააკეთონ ისეთი რამ, რამაც შეიძლება გაზარდოს ჩვენი უსაფრთხოება – მათ მიაჩნიათ, რომ შეუძლიათ იმოქმედონ ისე, როგორც სჭირდებათ, თავიანთ სასარგებლოდ და ჩვენ უბრალოდ უნდა გადავყლაპოთ ყველაფერი ეს ყველაფერი და შევეგუოთ. ეს არ გაგრძელდება,“- აღნიშნა რიაბკოვმა.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი დღეს ბრიუსელში მიემგზავრება, სადაც, შარლ მიშელისა და ურსულა ფონ დერ ლაიენის ერთობლივი მიწვევით, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტში მიიღებს მონაწილეობას
შემდეგი სტატიაჭიჭინაძე – ზურაბიშვილმა, მარგველაშვილმა, სააკაშვილმა რომც მოაწერონ რამეს ხელი და მერე ზედ კობახიძემ და მელიამაც დაამოწმონ, მაინც არაფერი გამოვა