ჭიჭინაძე – ზურაბიშვილმა, მარგველაშვილმა, სააკაშვილმა რომც მოაწერონ რამეს ხელი და მერე ზედ კობახიძემ და მელიამაც დაამოწმონ, მაინც არაფერი გამოვა

„ეკლესიაა ყველაზე გავლენიანი ინსტიტუტი დღეს და ყველაზე მეტი ადამიანი მას ენდობა. თან, ჯერ ერთი, სალომე ზურაბიშვილს ნამდვილად არ აქვს ის მანდატი ამ ქვეყანაში, რომ მან არსებული კრიზისი დაალაგოს, ან შერიგება მოაგვაროს. მეორე, ეს სამი პრეზიდენტი თუ დასხდებიან და რამეს აპატიებენ ერთმანეთს და მორიგდებიან, ნაკლებად მგონია, რომ დანარჩენი საქართველო მხოლოდ ამით დარჩეს კმაყოფილი. ამიტომ ვამბობ, რომ ჯერ შეფასება უნდა მიეცეს ყველა მოვლენას, 1991 წლიდან მოყოლებული. დაერქვას ყველაფერს თავისი სახელი, მათ შორის ყველა დამნაშავეს. ხალხი გახდეს ცვლილებების მთავარი აქტორი და ადამიანები დარწმუნდნენ, რომ სწორედ მათ ექნებათ დიდი წილი ამ ცვლილებების შემდეგ. ანუ, მოკლედ რომ ვთქვათ, პოლიტიკოსები შერიგდებიან თუ არა, ამას მნიშვნელობა არ აქვს, ხალხმა უნდა აპატიოს პოლიტიკოსებს და ნდობა აღდგეს. თორემ, სხვა შემთხვევაში, ზურაბიშვილმა, მარგველაშვილმა, სააკაშვილმა რომც მოაწერონ რამეს ხელი და მერე ზედ კობახიძემ და მელიამაც დაამოწმონ, მაინც არაფერი გამოვა. ვერც ნდობა აღდგება, მით უმეტეს, რომ „ოცნება“ ისევ ცინიკურად ვაჭრობს და ე.წ. შერიგებამდე არჩევნების შედეგების და პარლამენტის ლეგიტიმურობის აღიარებას მოითხოვს”, -ამის შესახებ „ტრიბუნას“ ლიდერმა დავით ჭიჭინაძემ შერიგებასთან დაკავშირებით გაჟღერებულ ინიციატივაზე საუბრისას განაცხადა.

წინა სტატიაშირუსეთი აცხადებს, რომ შესაძლოა “იძულებული გახდეს” ევროპაში საშუალო რადიუსის ბირთვული რაკეტები განათავსოს
შემდეგი სტატიაღუდუშაური – მიჭირს იმ რეალური სიტყვის მოძებნა, რომელიც შეესატყვისება სააკაშვილის „გაფარჩაკებულ“ თუ „გაბანძებულ“ მდგომარეობას