რუსები გენერალ მარზოევისთვის უკრაინის გმირის წოდების მინიჭებას ითხოვენ

ერთ-ერთი კომპეტენტური ტელეგრამ-არხი Z-Telegrams  აქვეყნებს პოსტს, რომელიც ეძღვნება ოსეთის/ალანიის ,,სიამაყეს”, გენერალ არკადი მარზოევს.
გენერალი მარზოევი  22-ე არმიის კორპუსის მეთაური გახლავთ,  რომელმაც ხერსონის და მიმართულებაზე მშობლიურ არმიას ჯოჯოხეთი მოუწყო.
“ის ხელმძღვანელობდა ყველა შეტევა და კეთილი ნების ჟესტს ხერსონის მიმართულებით. ,,დამსახურებებს” შორისაა: – 2022 წლის თებერვალ-მარტში რუსული სამხედრო კოლონის განადგურება, – რუსეთის შეიარაღებული ძალების 1.500-ზე მეტი პერსონალის დაღუპვის ორგანიზება, – 126-ე სანაპირო დაცვის ბრიგადის სრული განადგურება, – ჩერნობაევკა. ყველა ზემოაღნიშნული დამსახურებისთვის მას გმირის წიდება ეკუთვნის, მხოლოდ არა რუსეთის, არამედ უკრაინის”,- წერს რუსი ავტორი.
banner
წინა სტატიაშირუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლაშა ხეთერელი თავისუფალია
შემდეგი სტატიაოკუპანტებმა რუსეთში 16.000-ზე მეტი უკრაინელი ბავშვი წაიყვანეს