ოკუპანტებმა რუსეთში 16.000-ზე მეტი უკრაინელი ბავშვი წაიყვანეს

უკრაინის გენერალური პროკურორის, ანდრეი კოსტინის განცხადებით, რუსმა ოკუპანტებმა რუსეთში 16.000-ზე მეტი ბავშვი წაიყვანეს დონბასის, ზაპოროჟიესა და ხერსონის რეგიონებიდან.

“ერთ-ერთი საშინელი დანაშაულია უკრაინელი ბავშვების იძულებითი დეპორტაცია რუსეთსა და ბელორუსში. 2022 წლის მაისში პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას დონბასის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ბავშვებისთვის რუსეთის მოქალაქეობის გამარტივებული პროცედურით მინიჭების შესახებ”,- აღნიშნა კოსტინმა.

კოსტინის განნარტებით, უკრაინის ხელისუფლებამ ამ დრომდე მხოლოდ 307 ბავშვის დაბრუნება მოახერხა.

banner
წინა სტატიაშირუსები გენერალ მარზოევისთვის უკრაინის გმირის წოდების მინიჭებას ითხოვენ
შემდეგი სტატიაგურჯაანში, სოფელ ბაკურციხეში საცხოვრებელი სახლი დაიწვა