ვიდრე კანონი საბოლოოდ ამოქმედდება, უნდა იყოს არსებითი ცვლილებები – ჯიმ ო’ბრაიენი

ყველაზე მეტად გვაღელვებს ის, რომ საქართველო ამ საკითხებში იცავდეს ტრანსატლანტიკურ ნორმებს, ბევრ ქვეყანაში იყო შემოთავაზებული უცხოური აგენტის სხვადასხვა ტიპის კანონი და ეს ძალიან შემაშფოთებელია, სწორედ ამიტომ იყო ამდენი შეშფოთება კანონის თავდაპირველი ფორმის შესახებ და ჩვენ ძალიან არ გვსურს, რომ ეს კანონი ამოქმედდეს და აღსრულდეს იმ ფორმით, როგორი ფორმითაც ახლაა წარმოდგენილი, – ამის შესახებ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ, ჯიმ ო’ბრაიენმა მედიის წარმომადგენლებთან კომენტარისას განაცხადა.

მისი თქმით, ვიდრე კანონი საბოლოოდ ამოქმედდება, უნდა იყოს არსებითი ცვლილებები.

„ასე რომ, ვიდრე ის საბოლოოდ ამოქმედდება, ჩვენ ვფიქრობთ, რომ უნდა დავინახოთ არსებითი ცვლილებები, თუ არა, ამას კიდევ დამატებული ის რიტორიკა, რომელსაც ვისმენთ, მიგვიყვანს შეკითხვამდე, თუ რამდენად გრძელდება ჩვენი პარტნიორობა“, – აღნიშნა ო’ბრაიენმა.

ჯიმ ო’ბრაიენს კითხვა დაუსვეს, „მოდით ვთქვათ, რომ მათ ამოიღეს აშშ-სა და ევროკავშირის დაფინანსება, ჩაითვლება თუ არა ეს კანონში ცვლილებად? ან საერთოდ უნდა გამორიცხოს სამოქალაქო საზოგადოება და მედია ორგანიზაციები, რომლებიც დასავლეთიდან დაფინანსებას იღებენ?

„არა, ვფიქრობ, ეს იქნება განგრძობადი საუბარი. ის, რისი თავიდან აცილებაც გვინდა, არის ნებისმიერი სტიგმა, რომელიც დაკავშირებულია მხოლოდ გარკვეულ მცირე რაოდენობის ორგანიზაციებთან. მიმდინარეობს ევროკავშირის რეგულაციების ჩარჩოს შემუშავება, თუ როგორ უნდა დარეგულირდეს საკითხები, მაგალითად, საგარეო დაფინანსებასთან დაკავშირებით. აგრეთვე აშშ-ში გვაქვს სხვადასხვა რეგულაციები. ასე რომ, მე არ მსურს ზუსტად ვთქვა, რა გამოვა, მაგრამ ჩვენ გვინდა ავიცილოთ თავიდან ის, რაც ვნახეთ გასულ კვირაში, ეს არის საჯარო განხილვა გარკვეული ორგანიზაციების შესახებ, რაც გამოიყენა ზოგიერთმა ჯგუფმა ძალადობისთვის ამ ორგანიზაციების წარმომადგენლების ან მათი საკუთრების წინააღმდეგ.

კითხვაზე, იქნება თუ არა მათთვის საკმარისი კანონში ცვლილებები, ო’ბრაიენმა განაცხადა: „მე მგონია, ეს მათ უნდა ჰკითხოთ.”

ამასთან, ბიძინა ივანიშვილის მიმართ შესაძლო სანქციებზე დაკავშირებულ კითხვაზე პასუხისას ო’ბრაიენმა თქვა: „მას მიაჩნია, რომ ჩვენ ის უკვე დავასანქცირეთ. მე ვფიქრობ, რომ თუ ის არის პასუხისმგებელი ყველაფერზე და აგრძელებს ამ გზას, თუ ასე ჩავთვლით, მაშინ, ამაზე ვიფიქრებთ, ამ საკითხს ძალიან სერიოზულად შევხედავთ“.

შეკითხვაზე, ხომ არ იქნება სანქციების დაწესება დაგვიანებული დემონსტრანტებისთვის, ო’ბრაიენი აცხადებს, რომ „ეს იქნება ძალიან სწრაფად“.

„პროგნოზს ვერ გავაკეთებ. ეს არის ის, რაზეც ჩვენ ვიმუშავებთ. როდესაც ჩვენ ვაწესებთ სანქციებს, ჩვენ ამას ვაკეთებთ მკაფიო მტკიცებულებებისა და ძლიერი სამართლებრივი არგუმენტის საფუძველზე. ეს არ არის ის, რაც ერთ ღამეში კეთდება“, – განაცხადა ო’ბრაიენმა.

ასევე, კითხვაზე, რომ ადგილობრივ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს გქონდათ სატელეფონო საუბარი ბიძინა ივანიშვილთან, ეს სიმართლეა? ო’ბრაიენი პასუხობს: „არა, დღეს სატელეფონო ზარი არ მქონია“.

banner
წინა სტატიაშიპარლამენტისკენ სტუდენტების მსვლელობა მიმდინარეობს
შემდეგი სტატიალარი გაუფასურდა