რუმინელი ემიგრანტების მასშტაბური პროტესტი ბუქარესტში

450 ადამიანზე მეტი დაშავდა ბუქარესტში მთავრობის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციაზე, რომელიც პარასკევს დაიწყო და შაბათს გაგრძელდა. ქვეყნის პრეზიდენტმა და ევროპელმა ლიდერებმა პოლიციის მოქმედებების დაგმეს, რომლის დროსაც ასობით ადამიანის დაშავდა. პროტესტი მიმართულია რუმინეთის პრემიერის ვიორიკ დენჩილეს წინააღმდეგ. სამთავრობო შენობასთან, ადგილობრივი მედიის შეფასებით 80 ათასამდე ადამიანი იყო შეკრებილი. აქციას “სახლის დიასპორა” უწოდეს, რადგანაც მიტინგის ძირითადი მონაწილეები ემიგრანტები არიან – რუმინული დიასპორის წარმომადგენლები, რომლებიც მუშაობენ და ცხოვრობენ სხვადასხვა ქვეყნებში.
მსოფლიო ბანკის მონაცემებით, რუმინეთის მოსახლეობის 25% (3-5 მილიონი ადამიანი) ცხოვრობს და მუშაობს საზღვარგარეთ. ისინი წლის განმავლობაში დაახლოებით 5 მილიარდ დოლარს აგზავნიან საკუთარ სამშობლოში. დემონსტრანტები მთავრობას კორუფციის წინააღმდეგ ღონისძიების შესუსტებაში ადანაშაულებს. ისინი “მემარცხენე” მთავრობის გადადგომას მოითხოვენ.

აქციების დროს პროტესტანტებმა პოლიციელებს ბოთლები დაუშინეს, სამართალდამცველებმა კი გაზისა და წყლის ჭავლის გამოყენებით უპასუხეს. საერთო ჯამში, სამედიცინო დახმარება 450 ადამიანს დასჭირდა. დაშავებულია, ასევე 30 პოლიციელი, მათგან 11 საავადმყოფოში გადაიყვანეს, აქციის 30 მონაწილე დაკავებულია. დაპირისპირებისას დაშავებული არიან, ასევე ჟურნალისტები, რომლებიც მოვლენებს ადგილიდან აშუქებდნენ – წერს “ბიბისი”.

 

banner
წინა სტატიაში“ლარის გაუფასურება ხელისუფლების შეცდომებისა და არაკომპეტენტურობის ბრალია” – რომან გოცირიძე
შემდეგი სტატიასოლსბერის სამხედრო ბაზაზე აფეთქება მოხდა