სოლსბერის სამხედრო ბაზაზე აფეთქება მოხდა

ბრიტანეთში, სოლსბერის სამხედრო ბაზაზე 10 აგვისტოს აფეთქება მოხდა. ბაზა რვა კილომეტრით არის დაშორებული ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს “პორტონ-დაუნის” ლაბორატორიიდან, სადაც ნერვულ-პარალიტიკურ ნივთიერება “ნოვიჩოკს” იკვლევდნენ, რომელიც სერგეი და იულია სკრიპალების წინააღმდეგ გამოიყენეს. როგორც 11 აგვისტოს Sky News-მა გაავრცელა, შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა 29 წლის მამაკაცი, 26 წლის თანამშრომელი კი საავადმყოფოშია გადაყვანილი. მისი მდგომარეობა სტაბილური, მაგრამ სერიოზულია. სამართალდამცველების თქმით, ინციდენტი სკრიპალების მოწამვლასთან კავშირში არ არის. მომხდარის მიზეზები, ჯერჯერობით, უცნობია – “დოიჩე ველე” წერს.

banner
წინა სტატიაშირუმინელი ემიგრანტების მასშტაბური პროტესტი ბუქარესტში
შემდეგი სტატიაპრაღაში გეი აღლუმი გაიმართა