რულოვსი: მთელი სასამართლო კბილებამდეა შეიარაღებული, რომ მიშას გაქცევა არ მოხდეს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მეუღლის, სანდრა რულოვსის ინფორმაციით, სასამართლოში, სადაც მიხეილ სააკაშვილის პროცესი უნდა გაიმართოს, უკრაინის შეიარაღებული ძალებისა და სპეცსამსახურის წარმომადგენლები იმყოფებიან.

როგორც რულოვსი აცხადებს, მას დაკავებულთან შეხვედრის უფლება არ მისცეს და მიხეილ სააკაშვილს მხოლოდ წერილები შეუგზავნა.

„როგორც მითხრეს, მას არ შეუძლია სტუმრების მიღება. მხოლოდ წერილები გადავეცი. არც წამლების, არც ტანსაცმლის შეგზავნის უფლება არ გვქონდა“, – განუცხადა რულოვსმა ჟურნალისტებს.

მისივე თქმით, საჭიროა ხალხის მობილიზება, რომ სასამართლოზე ზეწოლა მოხდეს.

„ბევრი ხალხი უნდა იყოს გარეთ, რომ გავლენა მოვახდინოთ ძალოვანებზე. შიგნით ვერ მოძრაობ შენობაში, ამდენი სამხედრო და სპეცრაზმია მობილიზებული. მიშას გაქცევა ისევ არ მოხდეს. კბილებამდე არიან შეიარაღებულები“, – აცხადებს რულოვსი.

banner
წინა სტატიაში‘’მთავრობა არაფერს არ აკეთებს, რომ საზოგადოების ყველაზე დაუცველ ფენებს დაეხმაროს”-ზურაბ ჭიაბერაშვილი
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილი ნაკლებად მაინტერესებს, სასირცხვილო კაცია – ვიქტორ დოლიძე