“ველოდები, რომ პარტიები სრულად შეასრულებენ მარტის ხელშეკრულებას, მათ შორის პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას” – სენატორი ჯიმ რიში

აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, სენატორი რესპუბლიკური პარტიიდან, ჯიმ რიში საქართველოს პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდებს, სრულიად შეასრულონ მარტში გაფორმებული ხელშეკრულება.

„ველოდები, რომ საქართველოს პოლიტიკური პარტიები სრულად შეასრულებენ მარტის ხელშერულებას, მათ შორის პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას და ახალი საარჩევნო სისტემის პროგრესს“, – ნათქვამია სენატორის განცხადებაში, რომელიც „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე გამოქვეყნდა.

ამასთან, ჯიმ რიში აზიარებს აშშ-ის საელჩოს განცხადებას, რომელიც საქართველოში პოლიტიკური დიალოგის სხვა ფასილიტატორებთან ერთად საელჩომ გუშინ გაავრცელა.

„ჩვენ აღვნიშნავთ, რომ შეთანხმება შედგება ორი ნაწილისგან: ერთი ფოკუსირებულია სააჩევნო სისტემაზე, მეორე კი ყურადღებას ამახვილებს იმ საკითხების გადაჭრაზე, რაც სასამართლო სისტემაში პოლიტიკურ ჩარევას ჰგავს. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა მხარეს, სრულად დაიცვან შეთანხმების ორივე ნაწილი, რათა ის წარმატებით განხორციელდეს“ , – ნათქვამია ფასილიტატორების განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიმარინა ეზუგბაიას : კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევის ინფიცირების წყარო ამ ეტაპზე უცნობია
შემდეგი სტატიარუხის კლინიკაში მოთავსებული კოვიდინფიცირებული პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია