რუხის კლინიკაში ცხელების ნიშნებით მოთავსებულ ბავშვებს Covid-19 არ დაუდასტურდათ

რუხის საუნივერსიტეტო კლინიკაში ცხელების ნიშნებით მოთავსებულ 3 ბავშვს Covid-19 ზე ტესტირება ჩაუტარდათ. ტესტების პასუხი უარყოფითია, – განუცხადა ჟურნალისტებს სამედიცინო დაწესებულების კლინიკურმა დირექტორმა ნიკოლოზ ქარცივაძემ.

„გუშინ ტესტირებაზე 15 პირის ბიოლოგიური მასალა გაიგზავნა, აქედან 10 სამედიცინო პერსოალი, დანარჩენი პაციენტი იყო, ყველას პასუხი იყო უარყოფთია. მათ შორის 3 მცირეწლოვანი ბავშვის, რომელიც ცხელების ნიშნებით იყვნენ მოთავსებულები“, – თქვა მან.

ამჟამად რუხის ცხელების ცენტრში სულ 6 პაციენტი მკურნალობს. რაც შეეხება სხვა ლაბორატორიულ კვლევებს, აღებული 92 ნიმუშიდან კორონავირუსი არცერთ შემთხვევაში არ დადასტურდა.

banner
წინა სტატიაშიმორიგი გამარჯვება – ქართველმა ექიმებმა კორონავირუსისგან 88 წლის ქალი განკურნეს
შემდეგი სტატიამარინა ეზუგბაია: PCR ტესტის მგრძნობელობის მაქსიმუმი არის 85 %