მორიგი გამარჯვება – ქართველმა ექიმებმა კორონავირუსისგან 88 წლის ქალი განკურნეს

ქართველმა ექიმებმა კორონავირუსისგან 88 წლის ქალი განკურნეს, რომელიც ბოჭორიშვილის კლინიკაში მკურნალობდა.

ამის შესახებ კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, მაკა სოლოღაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ასევე გამოჯანმრთელდა 18 წლამდე მოზარდიც.

„ბოქსირებულ სექტორში არის 80 პაციენტი. Covid-19-ის დიაგნოზის მქონე არის 66. გვაქვს გამოჯანმრთელება, 18 წლამდე მოზარდის და 88 წლის ქალის. ახალი პაციენტი არ მიგვიღია. 10 პაციენტი რჩება საყურადღებო, დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა მსუბუქი და დამაკმაყოფილებელია. 18 წლამდე ასაკის 13 პაციენტია დადასტურებული დიაგნოზით. მიმდინარეობს მკურნალობა,“ – განაცხადა სოლოღაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიმარინა ეზუგბაია : კორონავირუსის რვა ახალი შემთხვევის ინფიცირების წყარო ცნობილია
შემდეგი სტატიარუხის კლინიკაში ცხელების ნიშნებით მოთავსებულ ბავშვებს Covid-19 არ დაუდასტურდათ