რუისპირის მცხოვრებლები სოფლის ფონდის დაწესების ინიციატივით გამოდიან

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისპირის მოსახლეობა კოოპერირების გზით სპეციალური ფონდის დაწესების ინიციატივით გამოდის.
„ჩვენ შექმნით კოოპერატივს, გვექნება ჩვენი ბიუჯეტი, საწარმოები და ბიოლოგიურად სუფთა პროდუქტი. ამით დავაინტერესებთ ტურისტებს და განვითარდება ეს სფერო, რაც ჩვენს ეკონომიურ მდგომარეობაზე აისახება და ფონდში არსებული თანხა სოფლის განვითარებას მოხმარდება“, – განაცხადა ინიციატივის ავტორმა გიორგი ალადაშვილმა.
საინიციატივო ჯგუფი ასევე გეგმავს, დააინტერესოს საერთაშორისო ორგანიზაციები და სოფლის განვითარების კუთხით სხვადასხვა პროექტები განახორციელონ.

banner
წინა სტატიაშითანხის მართლსაწინააღმდეგო დაუფლების მცდელობა – დაკავებულია ერთი პირი
შემდეგი სტატიასუს-ი – მალხაზ მაჩალიკაშვილის დაკითხვაზე დაბარება უკავშირდება მის განცხადებას, რომ სუს-თან თავის აფეთქებას გეგმავდა