თანხის მართლსაწინააღმდეგო დაუფლების მცდელობა – დაკავებულია ერთი პირი

ფინანსთა სამინსიტროს საგამოძიებო სამსახურმა მოქალაქის კუთვნილი თანხის მართლსაწინააღმდეგო დაუფლების მცდელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა.

ფინანსურმა პილიციამ  ბრალდებული სამძებრო ღონისძიებისა და  საგამოძიებო მოქმედებების  შედეგად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოქალაქის კუთვნილი ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლების მცდელობის ფაქტზე დააკავა

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული,  საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირს დაუკავშირდა, მოიპოვა მისი ნდობა და მოტყუებით დაარწმუნა, რომ 5 000 აშშ დოლარის გადახდის სანაცვლოდ, მაღალი რანგის სხვადასხვა თანამდებობის პირის დახმარებით, საკუთრებაში გადასცემდა თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე, დევნილთათვის განკუთვნილ საცხოვრებელ კორპუსში  არსებულ  4-ოთახიან ბინას.

საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ბრალდებული თანხის ნაწილის – 3 000 აშშ დოლარის აღების ფაქტზე დააკავეს.

საქმეზე  გამოძიება მიმდინარეობს  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით ითვალისწინებს .

banner
წინა სტატიაშიმაშველებმა მყინვარწვერის მეტეოსადგურიდან რუსეთის მოქალაქე სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს
შემდეგი სტატიარუისპირის მცხოვრებლები სოფლის ფონდის დაწესების ინიციატივით გამოდიან