რთულია შიგნით სამაშველო ოპერაცია იმიტომ, რომ საფრთხის შემცველია – შალვა ხუციშვილი აფეთქების ადგილზე იმყოფება

ბუნებრივი აირის გაჟონვა – ეს არის ერთადერთი ვერსია, რომელზეც გამოძიება ამ დროისთვის მუშაობს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის, შალვა ხუციშვილის თქმით, სამძებრო სამუშაოები, რომელიც 23-ე კორპუსის მე-2 სართულზე მიმდინარეობს, დასკვნით ეტაპზეა.

ამ ეტაპზე უწყება არ ასაჯაროებს ინფორმაციას, ნაპოვნია თუ არა ფილის ქვეშ დედა-შვილი. შალვა ხუციშვილის თქმით, აღნიშნული უახლოეს პერიოდში გაირკვევა.

ხუციშვილის თქმით, კორპუსში მუშაობა უსაფრთხო არ არის და მაშველებს მუშაობა ურთულდებათ.

„შიგნიდან საფრთხის შემცველია იმიტომ, რომ მთელი მზიდი კედლები დაზიანებულია, პრაქტიკულად, კედლები გადაადგილებულია. რთულია შიგნით სამაშველო ოპერაცია, იმიტომ, რომ საფრთხის შემცველია მაშველებისთვისაც. მიუხედავად ამისა, მაინც მიდის მუშაობა. ჩვენ ვმუშაობთ იმაზე, რომ მინიმალური უსაფრთხოების გარემო შექმნა მოხდეს, რომ ეს ღონისძიება დროულად დასრულდეს,“- განაცხადა შალვა ხუციშვილმა.

ფონიჭალაში აფეთქება კორპუსის მესამე სართულზე მოხდა. მთლიანად ჩამონგრეულია მეოთხე სართულის იატაკი და ქვედა სამი სართული.

banner
წინა სტატიაშიფონიჭალაში აფეთქების დროს ნანგერევებში მოყოლილ დედას და ჩვილს, მაშველები ამ დრომდე ეძებენ
შემდეგი სტატიადამწვრობის ცენტრში ფონიჭალაში, გაზის აფეთქების შედეგად დაშავებულების ახლობლები იმყოფებიან