დამწვრობის ცენტრში ფონიჭალაში, გაზის აფეთქების შედეგად დაშავებულების ახლობლები იმყოფებიან

დამწვრობის ცენტრში ფონიჭალაში, გაზის აფეთქების შედეგად დაშავებული მამედოვების ახლობლები იმყოფებიან.

ოჯახის ერთ-ერთი ახლობელი ცუდად გახდა და მას დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს.

როგორც ერთ-ერთი დაშავებულის, 24 წლის ახალგაზრდის სიმამრმა ნამაზ იბრაგიმოვმა განაცხადა, მომხდარის დეტალები მათთვის უცნობია. შემთხვევის შესახებ კლინიკიდან შეიტყვეს და დამწვრობის ცენტრში მოვიდნენ.

„მომხდარის შესახებ არაფერი ვიცით. კლინიკიდან შეგვატყობინეს. ტელეფონში ჩვენი ნომერი იყო დაფიქსირებული და დაგვირეკეს. ჩემი შვილი, ბავშვის დედა აზერბაიჯანშია და შემთხვევის შესახებ მას უკვე შევატყობინეთ”, – განაცხადა იბრაგიმოვმა.

ზემო ფონიჭალაში, ერთ-ერთ კორპუსში სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის აფეთქების შედეგად სამი ადამიანი დაშავდა. დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაშია იმყოფებიან: 44 წლის მამაკაცი, მისი 24 წლის შვილი და 6 წლის შვილიშვილი.

მაშველები ამ დრომდე ეძებენ დედა-შვილს, რომელიც სავარაუდოდ, ნანგრევებშია მოყოლილი.

banner
წინა სტატიაშირთულია შიგნით სამაშველო ოპერაცია იმიტომ, რომ საფრთხის შემცველია – შალვა ხუციშვილი აფეთქების ადგილზე იმყოფება
შემდეგი სტატიაკახა მიქაია: ივანიშვილმა უდიდესი შეცდომა დაუშვა, როცა პორტირებული ნაცები შეუშვა “ოცნებაში”