ფონიჭალაში აფეთქების დროს ნანგერევებში მოყოლილ დედას და ჩვილს, მაშველები ამ დრომდე ეძებენ

ფონიჭალაში, აფეთქების შემდეგ ნანგრევებში მოყოლილ დედას და ჩვილს მაშველები ამ დრომდე ეძებენ.

ცოტა ხნის წინ ადგილზე მივიდნენ მათი ოჯახის წევრები. ისინი კორპუსში შესვლას ითხოვენ, თუმცა უსაფრთხოებიდან გამომდინარე მათ ამ დრომდე შენობაში შესვლის საშუალებას არ აძლევენ, რასაც მცირე დაპირისპირებაც მოჰყვა.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით კლინიკაშია გადაყვანილი 4 ადამიანი დაშავებული.

აფეთქება კორპუსის მესამე სართულზე მოხდა. ჩამონგრეულია მეოთხე სართულის იატაკი და ქვედა სამი სართული მთლიანად. სავარაუდოდ სწორედ მეოთხე სართულიდან ჩამოშლილმა სამშენებლო მასამ მოიყოლა დედა-შვილი, რომლებიც ამ დრომდე ნანგრევებში რჩებიან.

banner
წინა სტატიაშიფონიჭალაში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებულების მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა
შემდეგი სტატიართულია შიგნით სამაშველო ოპერაცია იმიტომ, რომ საფრთხის შემცველია – შალვა ხუციშვილი აფეთქების ადგილზე იმყოფება