როტერდამის პოლიციამ მომიტინგეების წინააღმდეგ ძალა გამოიყენა

თურქეთის პრეზიდენტის რეჯეპ ტაიპ ერდოღანის რამდენიმე ასეულმა მომხრემ როტერდამში თურქეთის სალეჩოსთან საპროტესტო აქცია გამართა. წუხელ სამართალდამცველებმა მათ წინააღმდეგ წყლის ჭავლები და საცხენოსნო პოლიცია გამოიყენეს. საპასუხოდ, მომიტინგეებმა მათ ქვები და ბოთლები ესროლეს.

საელჩოსთან თურქები მას შემდეგ შეიკრიბნენ, რაც ნიდერლანდების ხელისუფლებამ ორ თურქ მინისტრს მევლუტ ჩავუშოღლუსა და ფატიმა ბეტიულ საიამ კაის ქალაქში მცხოვრებ თურქებთან შეხვედრაზე უფლება არ დართეს.

გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ თურქ პოლიტიკოსებს ადგილობრივ ამომრჩევლებთან შეხვედრა აეკრძალოთ, ნიდერლანდების საპარლამენტო არჩევნების წინ იქნა მიღებული.
თურქი მინისტრები ევროპის ქვეყნებში მცხოვრებ თანამოქაალქეებთან, ქვეყანაში საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ სააგიტაციოდ აპირებდნენ შეხვედრას. თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის რამდენიმე შეხვედრა გერმანიაშიც ჩაიშალა.

banner
წინა სტატიაშიდონალდ ტრამპის ექს-მრჩეველს ჰაკერ Guccifer 2.0-თან მიმოწერა ჰქონდა
შემდეგი სტატიაინდოეთში მაოისტებმა 12 პოლიციელი მოკლეს