რომსა და მილანში საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება

რომსა და მილანში საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება

რომსა და მილანში საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდებარომის და მილანის საქალაქო მთავრობებმა ჰაერის დაბინძურებასთან ბრძოლის ადექვატური შედეგისთვის საავტომობილო მოძრაობის შეზღუდვა გადაწყვიტეს.
ექსპერტების აზრით, ქალაქებში გამონაბოლქვის უპრეცენდენტო მაჩვენებელი მშრალმა ჰაერმა გამოიწვია, რომლის გამოც ჰაერის დაბინძურების დონე გაიზარდა.
ორშაბათს და სამშაბათს რომის ყველა საავტომობილო გზა 6 საათით დაიკეტება. მომავალ კვირას მილანშიც სამი დღის და 6 საათის განმავლობაში ავტომანქანების მოძრაობა აიკრძალება.
ორივე ქალაქში ადგილობრივმა ხელისუფლებამ საზოგადოებრივი ტრანსპორტის ბილეთები გააიაფა იმ იმედით, რომ მოქალაქეები ავტობუსებს და მეტროს აირჩევენ გადასაადგილებლად.

banner
წინა სტატიაშიდამასკომ სამშვიდობო მოლაპარაკებებში მონაწილეობაზე მზაობა გამოხატა
შემდეგი სტატიადღეს ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერმინისტრობის კანდიდატს დაასახელებს