დღეს ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერმინისტრობის კანდიდატს დაასახელებს

აბაშიძე-კარასინის ფორმატის გაფართოება შეუძლებელია

volskiსაპარლამენტო ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარემ მეორე არხზე, გადაცემა არგუმენტების დროში განაცხადა, რომ პრემიერმინისტრობის კანდიდატად გიორგი კვირიკაშვილი დასახელდება. ვოლსკის თქმით, კვირიკაშვილის კანდიდატურას თავად პრემიერმინისტრობის მოვალეობის შემსრულებელი ირაკლი ღარიბაშვილი წარადგენს

“დღეს ვიმსჯელეთ უმრავლესობის წარმომადგენლებმა, ფრაქციის წარმომადგენლებმა, პარლამენტის თავმჯდომარემ, ვიცესპიკერებმა, კარგა ხანს გვქონდა ბჭობა კანდიდატებთან დაკავშირებით და ჩვენი აზრი მოვახსენეთ ირაკლი ღარიბაშვილს, რომელიც ძალიან ადვილად და ძალიან პოზიტიურად დაგვეთანხმა. გვქონდა თუ არა ლაპარაკი ბიძინა ივანიშვილთან? დიახ, გვქონდა ამასთან დაკავშირებით… გიორგიზე შევთანხმდით, ოთხ კანდიდატურაზე იყო ლაპარაკი, ერთ კანდიდატურაზე ჩამოვყალიბდით. გიორგი კვირიკაშვილს ხვალ უმრავლესობაში მოიყვანს პრემიერმინისტრობის მოვალეობის შემსრულებელი ირაკლი ღარიბაშვილი და წარმოგვიდგენს. 10 საათზე, პარლამენტის შენობაში, თბილისში, უმრავლესობა შეთანხმებულია, განწყობა არის პოზიტიური”– განაცხადა ვოლსკიმ.

banner
წინა სტატიაშირომსა და მილანში საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
შემდეგი სტატიამარია გაიდარი: “მიშა მალე მამა გახდება”