დამასკომ სამშვიდობო მოლაპარაკებებში მონაწილეობაზე მზაობა გამოხატა

დამასკომ სამშვიდობო მოლაპარაკებებში მონაწილეობაზე მზაობა გამოხატა

დამასკომ სამშვიდობო მოლაპარაკებებში მონაწილეობაზე მზაობა გამოხატასირიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვალიდ მუალლემ განაცხადა, რომ დამასკო მზად არის სირიაში მდგომარეობის დასარეგულირებლად მოლაპარაკებებში მიიღოს მონაწილეობა, რომელიც სავარაუდოდ, ჟენევაში გაიმართება.
ამის შესახებ განცხადება მინისტრმა პეკინში გამართულ შეხვედრაზე გააკეთა.
ამასთანავე, მისივე თქმით, დამასკოს სურვილია იმ ოპოზიციური ძალების სია მიიღოს, რომლებიც მოლაპარაკებებში აპირებენ მონაწილეობის მიღებას. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სიაში შესული არიან ისეთი ტერორისტული ორგანიზაციები, როგორიცაა ისლამური სახელმწიფო და “ფრონტ ან-ნუსრსი”.

გასულ კვირას გაეროს უშიშროების საბჭომ ერთხმად მიიღო რეზოლუციის პროექტი, რომელიც სირიაში საშვიდობო პროცესის დაწყებას ეხება. გაერო საკუთარ თავზე იღებს პასუხისმგებლობას, რომ მოლაპაარკებებს სირიის პრეზიდენტს ბაშარ ასადსა და ოპოზიციურ ძალებს შორის მოაწყობს.

banner
წინა სტატიაშიექსკლუზივი-რა შეუთვალა ივანიშვილმა ღარიბაშვილს გადადგომის წინ
შემდეგი სტატიარომსა და მილანში საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება