რომის პაპმა სააღდგომო მესაზე ომის დასრულების და ლტოლვილების დახმარების მოწოდება გააკეთა

აღდგომარომის პაპმა თავის ტრადიციულ სააღდგომო გამოსვლისას ტერორიზმზე ისაუბრა და მორწმუნეებს მოუწოდა ის სიყვარულის ძალით დაამარცხონ. პაპი გამოსვლისას მიგრაციის თემას შეეხო და იმედი გამოთქვა, რომ ძალიან მალე მოგვარდება სისხლიანი კონფლიქტები მსოფლიოში.
„ღმერთმა სიყვარულით დაამარცხა ეგოიზმი და სიკვდილი“ – განაცხადა პანთიფიკმა და მსოფლიოს მოუწოდა მის მაგალითს მიბაძონ და გამოიყენონ „სიყვარულის იარაღი“ „ბრმა და სასტიკ ძალადობასთან“ საბრძოლველად.
ტრადიციული მესა ვატიკანში, წმინდა პეტრეს ეკლესიაში ჩატარდა.
რომის პაპმა ბრიუსელის ტერაქტის დროს დაღუპულები გაიხსენა, ასევე შეეხო თურქეთის ტრაგედიებს, ნიგერიას, ჩადეს, კამერუნს, კოტ დ-იაუვარს და ერაყს და იმედი გამოთქვა, რომ მთელს მსოფლიოში კონფლიქტები მალე მოგვარდება.
თავის გამოსვლაში პანტიფიკმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო ლტოლვილებს და განაცხადა, რომ დახმარებას ძალიან ხშირად ვერ იღებენ ისინი, ვინც ამას ნამდვილად საჭიროებს. „ისინი ჩვენი დები და ძმები არიან, რომლებმაც საკუთარ გზაზე ბევრჯერ ნახეს სიკვდილი, ან ბევრჯერ დახმარებაზე უარი მიიღეს იმათგან, ვისაც ეს შეეძლო“ – განაცხადა პანთიფიკმა.

banner
წინა სტატიაშიკიშინოვში ათასობით ადამიანმა რუმინეთთან გაერთიანება მოითხოვა
შემდეგი სტატიავის რამდენი აქვს ბიძინა ივანიშვილის პირადი ვალი