რომის პაპმა ეკლესიისთვის “ბინძური ფულის” გადაცემაზე უარი თქვა

რომის პაპმა ფრანცისკმა განაცხადა, რომ მას არ უნდა, რომ ადამიანებმა კათოლიკურ ეკლესიას “ბინძური ფული” შესწირონ – Reuters-ი წერს.

“ზოგიერთი ქველმოქმედი მოდის ეკლესიაში და ფულს გვთავაზობს, რომელიც ადამიანების სისხლით აქვთ ნაშოვნი, რომელთაც ექსპლოატაციას უწევდნენ, ამცირებდნენ, მონურად ექცეოდნენ და აიძულებდნენ დაბალი ანაზღაურებით ეშრომათ” – განაცხადა პაპმა თავის ყოველკვირეულ გამოსვლაში ვატიკანში.
მე მათ ვეუბნები: “წაიღეთ საკუთარი ფული უკან და დაწვით. ღმერთის ხალხს არ სჭირდება ბინძური ფული, მათ გული სჭირდებათ, რომელიც ღვთიური სასოებისთვის იქნება ღია” – განაცხადა პანთიფიკმა.
რომის პაპი ფრანცისკი ცნობილია როგორც კაპიტალიზმის კრიტიკოსი.

banner
წინა სტატიაშიორი ათას თურქს ერდოღანის შეურაცხყოფისათვის ბრალი წაუყენეს
შემდეგი სტატიაპარლამენტმა 81 ხმით ეროვნული ბანკის საბჭოს წევრად კობა გვენეტაძე აირჩია