ორი ათას თურქს ერდოღანის შეურაცხყოფისათვის ბრალი წაუყენეს

WikiLeaks-მა რუსულ გამანადგურებელზე თავდასხმისას ერდოღანის მოტივები გაიგო

თურქეთმა 1845 მოქალაქეს ქვეყნის პრეზიდეტის რეჯეპ ტაიპ ერდორანის შეურაცხყოფისთვის ბრალი წაუყენა – ამის შესახებ ქვეყნის იუსტიციის მინისტრმა ბეკირ ბოზგადმა განაცხადა – Associated Press-ი წერს.
“ამ შეურაცხყოფების წაკითხვა გაწითლების გარეშე შეუძლებელია” – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.
ქვეყნის კანონებით, პრეზიდენტის შეურაცხყოფისთვის დაწესებულია ჯარიმა ან თავისუფლების აღკვეთა 2-დან 4 წლამდე. წარსულში მსგავსი საქმის ფიგურანტები აღმოჩნდნენ სპორტსმენები, მსახიობები, ჟურნალისტები და სკოლის მოსწავლეებიც კი.

ოპოზიცია ქვეყნის პრეზიდენტს ბრალს სდებს კანონის ხალხის დასასჯელად გამოყენებაში.

banner
წინა სტატიაშისაბაჟო გამშვებ პუნქტებზე მარიხუანა და აკრძალული პრეპარატები აღმოაჩინეს
შემდეგი სტატიარომის პაპმა ეკლესიისთვის “ბინძური ფულის” გადაცემაზე უარი თქვა