რომის პაპი: “მსოფლიო მომხმარებლური სულით არის მოწამლული”

დღეს მილიონობით ქრისტიანი ქრისტეს შობას აღნიშნავს.
რომის პაპის ფრანცისკის მიმართვას დღეს, რომლისთვისაც წლევანდელი შობა მესამეა პაპის პოსტზე, მილიარდზე მეტი ადამიანი ადევნებდა თვალყურს.
პანთიფიკმა თავის მიმართვაში დღეს ყველას, ვინც “მომხმარებლური სულით არის გაჟღენთილი და ბრჭყვიალებით დაბრმავებული”, მოუწოდა ცხოვრების ღირებულებები გაიხსენონ.
ის მიმართვაში ისევ შეეხო კეთილშობილებას, თანაგრძნობას და სამართლიანობას.

“მსოფლიოში, რომელიც ძალიან ხშირად სასტიკია ცოდვილის მიმართ და მიუტევებელია ცოდვისადმი, ჩვენ უნდა განვავითაროთ სამართლიანობის გრძნობა, რომ განვასხვავოთ ღმერთის ნება და მის მიხედვით ვიმოქმედოთ” – განაცხადა რომის პაპმა.
რომის პაპის მოსასმენად ვატიკანში დაახლოებით 10 ათასი ადამიანი შეიკრიბა.
საუბრის დასასრული

banner
წინა სტატიაშიევროსასამართლომ შოტლანდიას ,,დალევასთან” ბრძოლა აუკრძალა
შემდეგი სტატიაელისაბედ II-მ საშობაო მიმართვაში იმედი გამოთქვა, რომ “სიბნელეში შუქი გამოჩნდება”