ევროსასამართლომ შოტლანდიას ,,დალევასთან” ბრძოლა აუკრძალა

ევროპის სასამართლომ არაკანონიერად აღიარა შოტლანდიაში მოქმედი კანონი, რომელიც ალკოჰოლზე მინიმალურ ფასს აწესებს. კანონი 2012 წელს იქნა შემოღებული იმისათვის, რომ ალკოჰოლის მოხმარება შეემცირებინათ. სასამართლოს გადაწყვეტილებით, იმავე შედეგს მიიღებს ქვეყანა, თუკი ალკოჰოლზე გადასახადს დააწესებს, რაც მინიმალური თანხის დადგენისგან განსხვავებით კერძო კონკურენციას გაუწევს წინააღმდეგობას.
გუშინ ევროპის სასამართლომ დაადგინა, რომ შოტლანდიის მთავრობის მიერ 2012 წელს მიღებული აღნიშნული კანონი ევროპულ კანონმდებლობას ეწინააღმდეგება.

შოტლანდიაში მოქმედი კანონის მიხედვით, 10 მილილიტრი სპირტი 50 პესო ღირს.
ევროპის სასამართლოში საჩივარი ქვეყნის ვისკის ასოციაციამ შეიტანა. ასოციაციის ხელმძღვანელი დევიდ ფროსტი მიესალმა სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.
აღნიშნულ საქმეს ახლა შოტლანდიის სესიური სასამართლო (უმაღლესი სასამართლო სამოქალაქო საქმეებში) განიხილავს, რომელმაც უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, საგადასახადო ზომებს შეუძლია თუ არა ალკოჰოლის ფასები ეფექტურად გააკონტროლოს.

banner
წინა სტატიაშიისლამურმა სახელმწიფომ ბოევიკებს კანიბალიზმის უფლება დართო
შემდეგი სტატიარომის პაპი: “მსოფლიო მომხმარებლური სულით არის მოწამლული”