ელისაბედ II-მ საშობაო მიმართვაში იმედი გამოთქვა, რომ “სიბნელეში შუქი გამოჩნდება”

ბრიტანეთის დედოფალმა ელისაბედ   II-მ ყოველწლიურ ბრიტანეთის და თანამეგობრობის ქვეყნებისადმი საშობაო მიმართვაში, განაცხადა, რომ მომავლის იმედს არ კარგავს იმ რთული მოვლენების მიუხედავად, რომლის წინაშეც 2015 წელს დადგა კაცობრიობა.
“სიმართლეა, რომ მიმდინარე წელს ბევრი რთული მოვლენები გადავიტანეთ, მაგრამ იოანეს სახარებაში წერია წინადადება, რაც დიდ იმედს მიტოვებს. მას საშობაო ღვთისმსახურებაზე ხშირად კითხულობენ:”და შუქი სიბნელეში ანათებს და სიბნელეს ის არ დაუმარცხებია””.
დედოფალი საშუბაო მიმართვებს თვითონ წერს და როგორც სამეფო კარზე ამბობენ, მისი დღევანდელი მიმართვა კიდევ ერთხელ ხაზს უსვემს იმას, რომ დედოფლისთვის ქრისტიანული რწმენა ძალიან მნიშვნელოვანია.

banner
წინა სტატიაშირომის პაპი: “მსოფლიო მომხმარებლური სულით არის მოწამლული”
შემდეგი სტატიააშშ-ში ტაეკვონდოს მწვრთნელმა 5 წლის მოსწავლე ნოკაუტში ჩააგდო