რომან კაკულია – ნუ შემიყვანთ წამსვლელ-მომსვლელების ნურც ერთ სიაში, თუ ვინმესთან პიროვნული ასოცირება მომინდება, თავად დავაანონსებ

შემოდგომა ის პერიოდია, როცა „ქართული ოცნების“ თითოეული წევრი გაცილებით კარგად უნდა იყოს ჩამოყალიბებული, როგორი იქნება „ქართული ოცნების“ ახალი ფორმატი, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულიამ განუცხადა მის სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით კითხვაზე პასუხისას.

დეპუტატის თქმით, თავად განაცხადებს, თუ ვინმესთან ასოცირებას გადაწყვეტს.

„ნუ შემიყვანთ წამსვლელ-მომსვლელების ნურც ერთ სიაში. თუ ვინმესთან პიროვნული ასოცირება მომინდება, ამას თავად დავაანონსებ. ვთქვი, რომ შემოდგომა ის პერიოდია, როცა „ქართული ოცნების“ თითოეული წევრი გაცილებით უფრო კარგად უნდა იყოს ჩამოყალიბებული, თუ როგორი უნდა იყოს „ქართული ოცნების“ ახალი ფორმატი, რომლითაც წარსდგება არჩევნებზე. თუ ამ პერიოდში ბევრი რამ, რაც გასაანალიზებელია, ვერ მოხდება, ეს დისკომფორტს შექმნის და უტრირებას ნუ მოახდენთ“, – განუცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რომან კაკულიამ ჟურნალისტებს.

banner
წინა სტატიაშირუსთავში, ჭყონდიდელის დასახლების მაცხოვრებლები ციხის მშენებლობას აპროტესტებენ
შემდეგი სტატიარულოვსი: შეხვედრებზე დაგვყვებიან გადაცმული პოლიციელები, პროვოკაციაზე მოდიან, გვიშლიან ხელს