რულოვსი: შეხვედრებზე დაგვყვებიან გადაცმული პოლიციელები, პროვოკაციაზე მოდიან, გვიშლიან ხელს

“ჩვენ ვითხოვთ, რომ ჩვენი აქტივისტი, მანუჩარ ჩხეტია გაათავისუფლონ ყოველგვარი სანქციის გარეშე. მთელი ღამე ვიყავით ზუგდიდის პოლიციის სამმართველოში. აბრალებდნენ მცირე ხულიგნობას და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას. ეს არის სისულელე. მე უკვე ორი კვირაა ვიმყოფები ზუგდიდში. ვატარებ მშვიდობიან შეხვედრებს მოსახლეობასთან. დაგვყვებიან გადაცმული პოლიციელები, პროვოკაციაზე მოდიან და გვიშლიან ხელს. ნაცვლად იმისა, რომ ის პირები დაეკავებინათ, ვინც უკანონო ქმედებაში იყო შემჩნეული, დააკავეს ჩვენი სამი წევრი. ორი რამდენიმე საათის შემდეგ გამოუშვეს, ხოლო მესამის გათავისუფლებას ვითხოვთ სასწრაფო წესით. ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენს კამპანიას, რომელიც არის დაგეგმილი. მათ ძალიან გაუჭირდებათ ხელის შეშლა. საერთაშორისო პარტნიორებს და დამკვირვებლებს, რომლებიც უკვე იწყებენ მონიტორინგს, მოვუწოდებ, რომ ამ პროცესს ძალიან კარგად დააკვირდნენ. ასე მუშაობა არის შეუძლებელი და ეს არის კანონის დარღვევა. ”

ოპოზიციური გაერთიანება ძალა ერთობაშიას ზუგდიდის მერობის კანდიდატი სანდრა რულოვსი ენმ-ის წევრების დაკავების შესახებ.

banner
წინა სტატიაშირომან კაკულია – ნუ შემიყვანთ წამსვლელ-მომსვლელების ნურც ერთ სიაში, თუ ვინმესთან პიროვნული ასოცირება მომინდება, თავად დავაანონსებ
შემდეგი სტატიააჭარის ტელევიზიის დირექტორის იმპიჩმენტის მოთხოვნა – მხარეთა პოზიციები