რუსთავში, ჭყონდიდელის დასახლების მაცხოვრებლები ციხის მშენებლობას აპროტესტებენ

რუსთავში, ჭყონდიდელის დასახლების მაცხოვრებლები დასახლების მახლობლად ციხის მშენებლობას აპროტესტებენ.

მათ დღეს კიდევ ერთი საპროტესტო აქცია გამართეს.

აქციის მონაწილეები იუსტიციის მინისტრთან შეხვედრას და ასევე, ციხის მშენებლობის შეჩერებას მოითხოვენ.

შესაბამისი მოთხოვნით საინიციატივო ჯგუფმა დღეს პეტიცია დაარეგისტრირა.

რუსთავში, ჭყონდიდელის დასახლებასთან ციხის მშენებლობის წინააღმდეგ აქცია 9 აპრილსაც გაიმართა. ადგილობრივების თქმით, ახალი ციხის ღობე დასახლებულ პუნქტთან ძალიან ახლოსაა, რაც უსაფრთხოების კუთხით პრობლემებს ქმნის. ასევე, ისინი ვარაუდობენ, რომ ციხის მშენებლობით დასახლებას განვითარების პერსპექტივა დაეკარგება.

banner
წინა სტატიაში“ხიდან ხეზე აუცილებლად გადაფრინდება ჩიტი” – ბათუმის საკრებულოს ოცნების დეპუტატი ჩხუბზე
შემდეგი სტატიარომან კაკულია – ნუ შემიყვანთ წამსვლელ-მომსვლელების ნურც ერთ სიაში, თუ ვინმესთან პიროვნული ასოცირება მომინდება, თავად დავაანონსებ