რომან კაკულია : „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებებზე პრეზიდენტის ვეტოს არ ვიზიარებ, მაგრამ კანონპროექტს ხმას არ მივცემ

პრეზიდენტის ვეტოში რომ ყოფილიყო ის შენიშვნები ასახული, რაც მქონდა, არავითარი პრობლემა არ იყო მხარდაჭერა, მაგრამ მისი შენიშვნები არ იყო თანხვედრაში ჩემს პოზიციებთან, ამიტომ მას არ ვიზიარებ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური კომიტეტის თავმჯდომარემ, რომან კაკულიამ საპარლამენტო უმრავლესობასთან შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.

როგორც რომან კაკულიამ აღნიშნა, “მაუწყებლობის კანონპროექტთან” დაკავშირებით გუნდში დაპირისპირება არ არის, გუნდში განსხვავებული პოზიციებია.

„ღმერთმა დამიფაროს ისეთ გუნდში ყოფნისკენ, სადაც ყველა ერთ ხმაზე მღერის, ამიტომ კიდევ ერთხელ ვაცხადებ, რომ ეს არის განსხვავებული პოზიციები ერთი კონკრეტული საკითხის მიმართ. ჩემი პოზიციები უცვლელია. პრეზიდენტის ვეტოში რომ ყოფილიყო ის შენიშვნები ასახული, რაც მე მქონდა, ჩემთვის არავითარი პრობლემა არ იყო მისი მხარდაჭერა, მაგრამ მისი შენიშვნები არ იყო თანხვედრაში ჩემს პოზიციებთან, ამიტომ არ ვიზიარებ. ჩემი ხედვის ამოსავალი წერტილი არის რეკლამასთან დაკავშირებული. მე მესმის საზოგადოებრივი მაუწყებლის არგუმენტები, მაგრამ ჩავთვალე, რომ მისი ავტორიტეტისთვის ყველას მინუს ერთი ფორმულა წამგებიანია. კენჭისყრაზე ამ კანონპროექტს ხმას არ მივცემ. მე მისი მხარდამჭერი არ ვარ“, – განაცხადა რომან კაკულიამ.

banner
წინა სტატიაშინუკრი ქანთარია : საკმარისი ხალხია იმისთვის, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტზე ვეტო დაიძლიოს
შემდეგი სტატიამშენებლობის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების შეუსრულებლობა 50 ათასი ლარით დაჯარიმდება