რომან გოცირიძემ პარლამენტის პლენარული სხდომის დარბაზს ბოქლომი დაადო

„ნაციონალური მოძრაობა“ საპარლამენტო საქმიანობას პოლიტიკურ ბიიკოტს უცხადებს, – ამის შესახებ განცხადება ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძემ გააკეთა.

გოცირიძე ამბობს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ძალაში ტოვებს საკუთარ მოთხოვნებს, რომ ჩატარდეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, გადადგეს მთავრობა და არჩევნები პროპორციული საარჩევნო სისტემით გაიმართოს.

„გინდათ ბოქლომების ომი? მიიღებთ“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

რომან გოცირიძემ პარლამენტის პლენარული სხდომის დარბაზს სიმბოლურად ბოქლომი დაადო.

banner
წინა სტატიაში„ეს ინფორმაცია არის ტყუილი! “-ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის შვილი დე-ფაქტო ცხინვალის განცხადებას სიცრუეს უწოდებს
შემდეგი სტატია“ბრიყვი ხარ გახარია, ჯობია გაჩუმდე” – უგულავა გიორგი გახარიას