„ეს ინფორმაცია არის ტყუილი! “-ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის შვილი დე-ფაქტო ცხინვალის განცხადებას სიცრუეს უწოდებს

„ეს ინფორმაცია არის ტყუილი! 2008 წლის ომის დროს იმყოფებოდა ღუდუშაურის საავადმყოფოში და მკურნალობდა როგორც ქართველებს, ასევე ოსებს და რუსებს“, – ამის შესახებ დე-ფაქტო ცხინვალის მიერ დაკავებული ვაჟა გაფრინდაშვილის ქალიშვილი ირინა გაფრინდაშვილი წერს.

დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ დაკავებული ქართველი ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო სამედიცინო სამსახურის კაპიტანი იყო და აქტიურ მონაწილეობას იღებდა სამხედრო მოქმედებებში.

ამის შესახებ ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო უსაფრთხოების კომიტეტმა განაცხადა.

შეგახსენებთ, რო მექიმს ცხინვალის ე.წ. სასამართლომ 9 ნოემბერს ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა. მას ოკუპანტები ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთას ედავებიან, ექიმი კი აცხადებს, რომ ის საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფება.

banner
წინა სტატიაში„ხანძრებს სპეციალურად აჩენენ“ – ანიტა რაჭველიშვილი რაჭის ტყეების ხანძარს ეხმიანება
შემდეგი სტატიარომან გოცირიძემ პარლამენტის პლენარული სხდომის დარბაზს ბოქლომი დაადო