“ბრიყვი ხარ გახარია, ჯობია გაჩუმდე” – უგულავა გიორგი გახარიას

პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებას, რომელმაც 18 ნოემბრის აქციას უკანონო უწოდა და მის განვითარებაში ოპოზიცია დაადანაშაულა, ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მხრიდან მწვავე შეფასებები უკვე მოჰყვა.

პარტია “ევროპული საქართველოს” გენერალურმა მდივანმა გიგი უგულავამ პრემიერ-მინისტრს ბრიყვი უწოდა და გაჩუმება ურჩია.

“ვიცი, რომ ბრიყვი ხარ ბატონო გახარია, ვიცი, რომ არც პოლიტიკის გაგეგებათ არაფერი და რაც მთავარია, უსინდისო ხართ. თქვენ პრემიერის თანამდებობა დაიკავეთ, ისე, რომ ერთი ძარღვი არ შეგიტოკდათ. თქვენ 5 თვის თავზე არ აპირებდით მაკო გომურისთვის დაზარალებულის სტატუსის მიცემას, 4 თვის თავზე გაუგზავნეთ წერილი და ეკითხებოდით, მანამდე თვალი ჰქონდა თუ არა და როგორი თვალი ჰქონდა. ვისზე ლაპარაკობს საერთოდ გახარია, ჯობია გაჩუმდეს, გახარიას არსებობაა ამ ქვეყანაში სირცხვილი,”- განაცხადა გიგი უგულავამ.

banner
წინა სტატიაშირომან გოცირიძემ პარლამენტის პლენარული სხდომის დარბაზს ბოქლომი დაადო
შემდეგი სტატია“ინიციატივას მხარს უჭერდა ხელისუფლება, ოპოზიცია, საპატრიარქო, ემინემიც”