რომან გოცირიძე: საქართველოში ხომ არაფერი იმალება

news
ავტ.: news დეკემბერი 11, 2015 18:34

რომან გოცირიძე: საქართველოში ხომ არაფერი იმალება

საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენი რომან გოცირიძე პარლამენტში შეტანილ კიდევ ერთ ინიციატივას ეხმაურება და აცხადებს, რომ “კვირა არ გავა, რაიმე მავნე ინიციატივა არ წამოვიდეს მთავრობიდან”.

” პარლამენტში შეიტანეს კანონპროექტი, რომლის მიხედვით მთავრობას უნდა რომ პარლამენტს ჩამოართვას გადასახადების დაწესების ექსკლუზიური უფლება, რაც განსაზღვრულია კონსტიტუციით. ითხოვენ პარლამენტის გვერდის ავლით ცალკეულ ბიზნესს დაუწესონ საშემოსავლო გადასახადის განსხვავებული განაკვეთი. სამი პროცენტი შეიძლება დაწესდეს ქვედა ზღვარი.
ეს არის ანტიკონსტიტუციური, ეს არის კორუფციული, ეს არის პარლამენტისთვის დამამცირებელი. ასეთი რამ არ ყოფილა დამოუკიდებლობისშემდგომი საქართველოს პრაქტიკაში.
როგორ არ გავიხსენოთ შევარდნაძისდროინდელ პარლამენტში ნათქვამი ფრთოსანი სიტყვები: ყველა კანონპროექტის უკან ნაცნობი ადამიანების პორტრეტები იმზირებიანო! ვისი სიფათი გამოვლინდება ამ ინიციატივაში, გავიგებთ ალბათ მალე. საქართველოში ხომ არაფერი იმალება!”,- აცხადებს რომან გოცირიძე.

news
ავტ.: news დეკემბერი 11, 2015 18:34

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


8,353
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics